ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს

10 ნოემბერი 2023, 09:56 434 ნახვა

ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. „ცაჰალის“ ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზის ცენტრში, „ჰამასის“ ე.წ. „სამხედრო კვარტალზე“ მიიტანეს იერიში.

შეტაკების შედეგად განადგურებულია „ჰამასის“ რამდენიმე გვირაბი და სამეთაურო პუნქტი. სახმელეთო ოპერაციის პარალელურად, ისრაელი ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ ისრაელის ქალაქ ეილათში მდებარე სკოლაზე დრონით თავდასხმის საპასუხოდ სირიაში დარტყმები განახორციელა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელთან ახალი შეთანხმება შედგა, ქვეყანამ ვალდებულება აიღო, ყოველდღე, დღეში 4 საათის განმავლობაში, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს.

მათივე ინფორმაციით, "ჰუმანიტარულ პაუზებამდე" მინიმუმ სამი საათით ადრე, ისრაელი წინასწარ გამოაცხადებს საომარი მოქმედებების დროებით შეწყვეტის შესახებ, რომ 4-საათიანი პაუზის ჰუმანიტარული მიზნით გამოყენება შესაძლებელი გახდეს.

რაც შეეხება ღაზას, პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს (UNRWA) წარმომადგენელი, ჯულიეტ ტუმა აცხადებს, რომ ღაზაში სიტუაცია სულ უფრო უარესდება. მისი თქმით, საომარ მოქმედებებს უკვე ორგანიზაციის 99 თანამშრომელი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში