ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 11 240-ს აღწევს

14 ნოემბერი 2023, 10:14 482 ნახვა

ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 11 240-ს აღწევს, - ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.­

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში დაღუპულია 11 240 ადამიანი, მათ შორის 4 630 ბავშვი და 3 130 ქალი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა, ტერორისტები სამხრეთისკენ გარბიან, მათ ბაზებს კი, მოსახლეობა ძარცვავს.

ოპერაციის ფარგლებში, „ცაჰალის“ სამხედროებმა რანტისის საავადმყოფოს სარდაფში, ტერორისტების სამალავს მიაგნეს, სადაც სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, თვითმკვლელი ბომბის ჟილეტები, ყუმბარები, ავტომატები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, იარაღი, კომპიუტერები, ფული და სხვა ნივთები აღმოაჩინეს.

ვრცელდება ცნობა, რომ ისრაელელი სამხედროები ალ-შიფას საავადმყოფოების კომპლექსს მიუახლოვდნენ, რომლის ქვეშაც ისრაელის მტკიცებით, „ჰამასის“ მთავარი შტაბია განთავსებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში