"ჰამასმა ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა" - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

14 ნოემბერი 2023, 09:00 397 ნახვა

"ჰამასმა ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა" - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები "წინ მიიწევენ გეგმის მიხედვით და ასრულებენ ამოცანებს ზუსტად".

"ჰამასს არ აქვს ძალა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების შეჩერება შეუძლია. ტერორისტები სამხრეთით გარბიან. მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს ჰამასის ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა მთავრობის მიმართ", - ამბობს გალანტი

ისრაელის არმიის განცხადებით, თავდაცვის ძალებმა  ღაზაში "ჰამასის" ე.წ. პარლამენტის შენობა აიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში