დღეს საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

19 ნოემბერი 2023, 10:50 719 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო A ჯგუფში გამოსვლას სტუმრად ესპანეთთან შეხვედრით დაასრულებს.

მატჩი ვალიადოლიდის სტადიონზე თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო A ჯგუფში ჩატარებულ 7 თამაშში 8 ქულის მოპოვება მოახერხა და მე-4 ადგილზეა.

ესპანეთის ნაკრებმა კი, რომელსაც 18 ქულა აქვს, კონტინენტის პირველობაზე თამაში ვადაზე ადრე გაინაღდა. 

ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი, რომელიც ჯგუფის ლიდერია, ბოლო ტურის წინ 2 ქულით უსწრებს ევროპის პირველობაზე ასევე კვალიფიცირებულ შოტლანდიას, რომელიც ბოლო თამაშს შინ ნორვეგიასთან (10 ქულა) ჩაატარებს.

გასარკვევი ისაა, საბოლოდ როგორ გაინაწილებენ A ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს ესპანეთი და შოტლანდია.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 6-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 5 მატჩი ოფიციალური იყო და ხუთივე ესპანელებმა მოიგეს. 

საქართველომ ესპანეთის დამარცხება ისტორიაში ერთხელ - 2016 წელს, მადრიდში მოახერხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში