„პირველი ავტოგრაფი“ დღეს გაიხსნება

19 ნოემბერი 2023, 11:50 669 ნახვა

საბავშვო-სასკოლო დასების თეატრალური  ფესტივალი “პირველი ავტოგრაფი“ იწყება. ღონისძიება დღეს ბათუმის დრამატულ თეატრში საზეიმოდ გაიხსნება არასაკონკურსო სპექტაკლით “დიალოგი წარსულთან“, რომელსაც მაყურებელს გოგა პიპინაშვილის ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი “ართ ჰოლი“ წარუდგენს.

ხვალიდან კი ფესტივალის მონაწილეები საკონკურსო პროგრამის შესაბამისად, სპექტაკლებს გამართავენ სხვადასხვა თეატრალურ სივრცეში.

მათ ნამუშევარს სპეციალური ჟიური შეაფასებს.

გამოვლინდებიან ნომინაციებში გამარჯვებული დასები, რომელთაც პრიზები ფესტივალის სიმბოლო გადაეცემათ.

“პირველი ავტოგრაფი“ მესამედ იმართება და წელს მასში 43 სასკოლო დასი მონაწილეობს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში