დღეს ფუტსალის ლიგა 3-ში ბათუმური დერბი გაიმართება

22 ნოემბერი 2023, 16:07 661 ნახვა

ფუტსალში საქართველოს ლიგა 3-ის მეხუთე ტუში ბათუმური დერბი გაიმართება. ბათუმის სპორტული ცენტრი ბათუმის საზღვაო აკადემიას დაუპირისპირდება.

მატჩი დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში 21:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

ამ დროის საზღვაო აკადემია 6 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო სპორტული ცენტრი 4 ქულით მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში