ფუტსალში ბათუმური დერბი საზღვაო აკადემიამ მოიგო

22 ნოემბერი 2023, 23:48 894 ნახვა

ფუტსალში საქართველოს ლიგა 3-ის მეხუთე ტურში ბათუმური დერბი გაიმართა.

ბათუმის საზღვაო აკადემიამ დიდი ანგარიშით 11-1 ბათუმის სპორტული ცენტრი დაამარცხა. "მეზღვაურების'' მხრიდან 5 გოლი რაულ ჩიკიროვის ანგარიშეა, რეზო მალაყმაძემ 2 ბურთი გაიტანა, ხოლო ზვიად შამილაძე, ბესიკ ბალაძემ, მიხეილ ფარცვანიამ და თორნიკე ბალაძემ თავი თითოჯერ გამოიჩინეს.

სპორტული ცენტრის შემადგენლობიდან კი ერთადერთი გოლის ავტორი ლუკა ჩაქსელიანი გახდა.

ამ დროისთვის საქართველოს ფუტსალის ლიგა 3-ის ცხრილში რამაზ სამნიძის გაწვრთნილი ''ბსსა'' 9 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. ხოლო ლევან ნადარაიას ბათუმის სპორტული ცენტრი 4 ქულით კონკურენტებთან  მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს.

მომდევნო ტურში საზღვაო აკადემია 2 დეკემბერს ''UG 2''-ს დაუპირისპირდება,  ხოლო ბათუმის სპორტული ცენტრი 5 დეკემბერს ''აწსუ''-ს ეთამაშება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში