ჭარნალის მოსახლეობის მოთხოვნები

28 ნოემბერი 2023, 14:05 386 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში  მოსახლეობა  მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას რამდენიმე წელია ითხოვს. მოსახლეობას მიაჩნია, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობამ თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში,  ამჯერად მაინც უნდა გაითვალისწინოს.

აცხადებენ, რომ მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნის შემთხვევაში ტრანსპორტმა  ამავე სოფელში  მურმანეთის დასახლების  მიმართულებითაც უნდა იმოძრაოს, რადგან  მათი თქმით, იქ   200- მდე ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის  ბაღის აღსაზრდელები,  რომლებსაც  მათივე  ინფორმაციით, მიკროავტობუსით მომსახურება გასულ  წელს გაუუქმეს.  

აქციაზე საკრებულოს ოპოზიციონერი წევრიც იმყოფებოდა, რომელიც აცხადებს, რომ  წელს  ტრანსპორტისთვის გამოყოფილი თანხებით  მერიამ  საკუთარი სამსახურებისთვის ავტომობილები შეიძინა.  

ხელვაჩაურის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.   

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში