“დინამო” ბათუმისა და “საბურთალოს” ფინალის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

01 დეკემბერი 2023, 23:42 779 ნახვა

6 დეკემბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალს უმასპინძლებს.

ტიტულისთვის ერთმანეთს “დინამო” ბათუმი და თბილისის “საბურთალო” დაუპირისპირდებიან.

ბათუმელებს ამ სეზონში ეროვნული ლიგის მოგების შემდეგ მეორე თასის აღმართვის შანსი აქვთ, ხოლო დედაქალაქელები სეზონში პირველი ტიტულისთვის და კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ.

მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 6 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება.

ამ შეხვედრის ბილეთების რეალიზება საიტ tkt.ge-ზე მიმდინარეობს და ფასი 5 ლარია. 

ეს კლუბები წელს ერთმანეთს ორთხჯერ დაუპირისპირდნენ საიდანაც ორი შეხვედრა შავიზღვისპირელებმა მოიგეს, ხოლო ორი ფრედ დასრულდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში