დღეს “დინამო” ბათუმი საჩემპიონო ფარს აღმართავს

02 დეკემბერი 2023, 11:00 765 ნახვა

დღეს ეროვნული ლიგის ბოლო ტურში ჩემპიონი “დინამო” ბათუმი საჩემპიონო ფარს აღმართავს.

36-ე შეხვედრაში ბათუმელები საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედოს” ეთამაშებიან. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს. მატჩის დასრულების შემდეგ კი, გაიმართება საჩემპიონო ფარის აღმართვის ცერემონია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში