საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში F ჯგუფში ითამაშებს

02 დეკემბერი 2023, 22:34 909 ნახვა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თუ გავა, F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. 

ამისთვის კი საქართვლოს ნაკრებმა პლეიოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგი უნდა დაამარცხოს, ხოლო შემდეგ, ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს მოუგოს.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი 14 ივნისს, მიუნხენში, გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნება, ხოლო ფინალი 14 ივლისს, ბერლინში, „ოლიმპიაშტადიონზე“ გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში