ჯოვინო ფლამარიონი ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

04 დეკემბერი 2023, 17:02 678 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი “დინამო” ბათუმის წევრი ჯოვინო ფლამარიონი გახდა. 

ეროვნული ლიგის დაჯილდოვების ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებშიც გამარჯვებულები გამოავლინეს. 

საუკეთესო მეკარე: გიორგი ლორია “დინამო” თბილისი.

საუკეთესო მცველი: მამუკა კობახიძე “დინამო” ბათუმი.

საუკეთესო ნახევარმცველი: გიორგი არაბიძე “ტორპედო” ქუთაისი.

საუკეთესო თავდამსხმელი: ჯოვინო ფლამარიონი “დინამო” ბათუმი.

საუკეთესო მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო “დინამო” ბათუმი / “დილა” გორი

საუკეთესო ბომბარდირი: ჯოვინო ფლამარიონი 17 გოლი
ზორან მარუშიჩი 17 გოლი
ზურაბ მუსელიანი 17 გოლი

საუკეთესო გოლი: ცოტნე ფაცაციას გატანილი გოლი “თელავის” კარში 

სეზონის საუკეთსო სიმბოლური:

მეკარე: გიორგი ლორია

მცველები:ლადო მამუჩაშვილი, მამუკა კობახიძე, ალექსანდრე კალანდაძე, ლაშა შერგელაშვილი

ნახევარმცველები: გიორგი ზარია, მერაბ გიგაური, გიორგი არაბიძე.

თავდამსხმელები: ჯოვინო ფლამარიონი, დავით სხირტლაძე, პაატა ღუდუშაური 

სეზონის საუკეთსო ფეხბურთელი: ჯოვინო ფლამარიონი “დინამო” ბათუმი

შეგახსენებთ რომ 2023 წლის ეროვნული ლიგის გამარჯვებული “დინამო” ბათუმი გახდა. ბათუმელებმა საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში მეორედ მოახერხეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში