შეხვედრა მედიაწიგნიერების საკითხზე

04 დეკემბერი 2023, 20:19 438 ნახვა

“ნამდვილი თუ მოგონილი?!” - ამ სახელწოდებით კომუნიკაციების კომისიამ სტუდენტებისთვის მედიაწიგნიერების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი მიზნად ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს. პროექტის ფარგლებში დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა. კონფერენციაზე სტუდენტებს კონკურსის დეტალები განუმარტეს. დაინტერესებულ სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობა 10 დეკემბრამდე შეეძლებათ. გამარჯვებულებს პრიზებით დაჯილდოების გარდა კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება და სერტიფიცირებული ტრენინგებით გადაამზადებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში