„ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის‘‘ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის –„რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დასკვნით შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი დაესწრო.
გივი მიქანაძემ ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. პროექტი „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წლიდან წელიწადში სამჯერ ხორციელდება.
თითოეულ ტურში რეგიონებიდან შერჩეული 90 სპეციალური მასწავლებელი მონაწილეობს, რომელიც პრაქტიკას თბილისის 10 საჯარო სკოლაში გადის. ვიდეომასალას განათლაბეის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის შედეგების მდგრადობის უზრუნველსაყოფად იგეგმება რეგიონებში სპეციალური მასწავლებლებისთვის ადგილობრივი სუპერვიზიის სისტემის ჩამოყალიბება და აქტიური პროფესიული კლუბების შექმნა, რაც ქვეყნის მასშტაბით გამოცდილების გაზიარებასა და ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.