ბათუმში სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებისა და მეთოდისტებისთვის გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, კასკადური ტრენინგები მიმდინარეობს. ტრენინგ-კურსი მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვებში, ადრეულ ასაკიდანვე, გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად.
დამსწრე აუდიტორიას დაურიგდათ სახელმძღვანელოები, სახელწოდებით ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პრაქტიკოსებისთვისაა განკუთვნილი.
სახელმძღვანელო მიზნათ ისახავს, გაუღვივოს პატარებს ინტერესი ბუნებრივი გარემოსა და ცოცხალი ორგანიზმების მიმართ, ამასთან წაახალისოს ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ბავშვებს გარემოს შეცნობაში დაეხმარება.