განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა. საუკეთესოებს შორის არიან ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგდანა მათითაიშვილი და დაბა შუახევის საჯარო სკოლის პედაგოგი თეიმურაზ დავითაძე.
დაჯილდოების ცერემონიალი გუშინ საღამოს გაიმართა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.