ტრამპი პირობას დებს, რომ არ იქნება დიქტატორი

06 დეკემბერი 2023, 15:01 318 ნახვა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ხელახლა არჩევის შემთხვევაში არ იქნება დიქტატორი, გარდა „პრეზიდენტობის პირველი დღისა“. ეს განცხადება ექს-პრეზიდენტმა დემოკრატებისა და ზოგიერთი რესპუბლიკელის გაფრთხილების შემდეგ გააკეთა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ამერიკას ემუქრება ავტოკრატია, თუ ტრამპი 2024 წლის არჩევნებს მოიგებს. ტრამპი, რომელიც თეთრ სახლში მეორე ვადით მოსვლისთვის იბრძვის, პოლიტიკურ ოპონენტებს ხშირად ანგარიშსწორებით ემუქრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში