მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ 2023 წელი რეიტინგის პირველ პოზიციაზე დაასრულა

11 დეკემბერი 2023, 14:13 832 ნახვა

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2023 წელს ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა. სანდრო ბაზაძემ 2023 წელი, FIE-ს კაც ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგში პირველ ადგილზე 284 ქულით დაასრულა.

ქართველი მოფარიკავე უახლოეს მდევარ, ამერიკელ ელი დერშვიცს 111 ქულით უსწრებს. შეგახსენებთ რომ სანდრო ცოტა ხნის წინ მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავედ დაასახელეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში