ბათუმში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა

13 დეკემბერი 2023, 14:48 499 ნახვა

არასრულწლოვანებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება- ეს ის საკითხებია , რომლებზეც დღეიდან ბათუმში მართლწესრიგის 20 ოფიცერი მოახდენს რეაგირებას. მათ პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად მიულოცა. მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში