პენიტენციური კოდექსის ახალი პროექტი

15 დეკემბერი 2023, 14:57 420 ნახვა

დღესვე პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პენიტენციური კოდექსის პროექტი. ახალი კოდექსი ითვალისწინებს როგორც წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის, ისე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს. ცვლილების მიხედვით, ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება; ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო; ყველა მსჯავრდადებულს ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება; გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა საცხოვრებელი პირობები; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი. მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა,მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში