მოსახლეობის პროტესტი ახალშენში

12 იანვარი 2024, 20:14 777 ნახვა

სოფელ ახალშენში მთის ფერდობიდან წიაღისეულის მოპოვებას სოფლის მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაახლოებით 14 წლის წინ ამ სოფლიდან წიაღისეული გაჰქონდათ, რის შედეგადაც წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნათ, ასევე დაუზიანდათ სახლები და გზები.კარიერის მოპოვება,მათი თქმით,აფეთქების გზით ხდებოდა, რასაც წლების წინ ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა. იგივე საფრთხეებს ხედავენ ახლაც. აჭარის ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია კომპანია „ვესთ გრუფს“ 5 წლის ვადით კანონმდებლობის სრული დაცვით მისცეს.კომპანიაში კი ირწმუნებიან,რომ წინა გამოცდილებისგან განსხვავებით, ქვის ლოდების მოსაპოვებლად ახლა მეტად დახვეწილი ტექნოლოგია არსებობს, ამიტომ ზიანი გამორიცხულია. სოსო დავითაძე აცხადებს,რომ შესაძლოა აფეთქება საცხოვრებლებიდან 50 მეტრშიც მოხდეს, თუმცა მისი სიმძლავრე გაკონტროლდება. მისივე ინფორმაციით განსახლებას მხოლოდ ერთი მოსახლე ექვემდებარება,რომლის ხარჯებსაც კომპანია დაფარავს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში