ლიდერი ქალების შეხვედრა ბათუმში

02 თებერვალი 2024, 20:30 443 ნახვა

ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“ ბათუმში შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 120 ზე მეტი წარმატებული ლიდერი ქალი ესწრებოდა. შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში ქალების როლზე გამახვილდა. კონფერენციაზე დისტანციურად ჩართულები იყვნენ ემიგრაციაში მყოფი ქალებიც. ჯამში ორგანიზაცია ამ დროისთვის 10 0000 ლიდერ ქალს აერთიანებს, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან. როგორც ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრები აცხადებენ, გაერთიანების მთავარი მიზანია სხვადასხვა რეგიონებში მოღვაწე, წარმატებული ქალები გამოავლინონ ასევე განიხილონ არსებული გამოწვევები და საჭიროებები.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში