კალიფორნიას ორი კვირის შემდეგ ისევ ძლიერი შტორმი ემუქრება

20 თებერვალი 2024, 08:51 222 ნახვა

კალიფორნიას ძლიერმა შტორმმა გადაურა, რომელმაც  შტატის სანაპიროების უმეტეს ნაწილს წყალდიდობის საფრთხე შეუქმნა. მოსახლეობა გაფრთხილებულია შესაძლო ევაკუაციის შესახებ.  

მონტეციტოს სახანძრო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ვიდეოში  დაფიქისრებულია ადიდებული მდინარე და დატბორილი გზები, რომლებიც  ქარიშხლის სისტემით არის გამოწვეული, რომელსაც მეტეოროლოგები  ატმოსფერულ მდინარეს უწოდებენ.    

ორი კვირის წინ ძლიერი ქარიშლის შედეგად ხეების დაცემის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.  სტიქიის გამო  მილიოზე მეტ აბონენტს  ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში