პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში - გამოხმაურებები

20 თებერვალი 2024, 12:04 315 ნახვა

როგორ გაიგეს ბრიუსელში ნათქვამი ან რა მოლოდინი აქვთ საქართველოში? საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ირაკლი კობახიძეს გაუჭირდება ევროპელი პარტნიორების დარწმუნება მას შემდეგ, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ დისკრედიტაციას ეწეოდა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ქვეყნის საგარეო კურსი და მიმართულება კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ მნიშვნელოვანია ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია და პრემიერის ბრიუსელში პირველ ვიზიტს პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში