''ბეთლემის'' საქმე

23 მაისი 2016, 00:00 5171 ნახვა

ამბიციური პირების გამო ქედის ბეთლემში დღეს სავალალო მდგომარეობაა- ასე შეაფასა გუნდში განვითრებული მოვლენები ქედის გამგებელმა. დავით დუმბაძემ ბრიფინგზე განაცხადა რომ საქმესთან დაკავშირებით გამგეობამ შიდა მოკვლევა დაიწყო. "ბეთლემში" განვითარებულ მოვლენებს ოპონენტებიც გამოეხმაურნენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ბარამიძე გუნდში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ცენტრალურ მთავრობას აკისრებს. ბრალდებას დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით დუმბაძემ უსაფუძვლო უწოდა. 

20 მაისს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ბეთლემი მიოხსნა გათამაშებიდან. გუნდის ოთხ ფებურთელსა და ერთ მწვრთნელს კი სამუდამოდ აეკრაძალათ ფეხბურთში საქმიანობა. ასევე გუნდი დააქვეითეს მეორე ლიგაში და 50 ათასი ლარით დააჯარიმეს. საქმე შემდგომი მოკვლევისთვის ფეხბურთის ფედერაციამ საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა...

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში