ძალადობა სკოლაში - დაწყებულია გამოძიება

27 თებერვალი 2024, 12:01 1457 ნახვა

ძალადობის მუხლით დაიწყო გამოძიება ბათუმში ერთ-ერთ კერძო სკოლაში პირველკლასელთა შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე.

საგამოძიებო უწყება მშობელმა მიმართა, რომლის ინფორმაციითაც შვილი სკოლიდან ჩალურჯებებითა და დაზიანებებით მივიდა. მისივე ინფორმაციით, მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაცია ინფორმირებული იყო, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ და ბავშვი სისტემურად იყო ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი.

რა მოხდა სკოლაში ამას გამოძიება დაადგენს, მომხდარზე გამოკითხვვბი უკვე დაწყებულია, ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ბელარუსის მოქალაქეა. ის მშობლებმა უკვე სხვა სკოლაში გადაიყვანეს.

სკოლაში ბულინგსა და ძალადობის ფაქტს უარყოფენ, ამბობენ, რომ ბავშვები უბრალოდ თამაშობდნენ.

ჩვენ დავუკავშირდით მშობელს, თუმცა ის ჯერ-ჯერობით ჩვენს ზარს არ პასუხობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში