ოკუპანტის იერიში ოდესის ოლქზე

02 მარტი 2024, 20:05 306 ნახვა

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებს. ოკუპანტის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 8-ს შეადგენს.

ღამით დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

მძიმე ბრძოლების პარალელურად  დასავლელი პარტნიორები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში