წყალდიდობას ნიუ იორკში მსხვერპლი მოჰყვა

31 ოქტომბერი 2025, 11:50 124 ნახვა

ნიუ იორკში ძლიერი წვიმის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ზოგიერთ რაიონში რეკორდული ნალექი დაფიქსირდა. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო შეფერხებულია ფრენები. ნიუ იორკის მერის განცხადებით, ზოგიერთი აეროპორტი დროებით დაიხურა. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა ზოგიერთ რაიონში წყალდიდობის შესახებ გააფრთხილა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე