ლატვიის სეიმმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლას ითვალისწინებს. დებატების შემდეგ, რომელიც 12 საათს გაგრძელდა, კანონპროექტს მხარი 100 წევრიან პარლამენტში 56-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხმა წინააღმდეგ 32-მა მისცა. ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა კანონპროექტს ხელი ათი დღის ვადაში უნდა მოაწეროს ან ხელახლა განსახილველად სეიმს დაუბრუნოს.კონვენციიდან გასვლის წინააღმდეგ სეიმთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            