უხვი ნალექის და ძლიერი ქარის შედეგები კალიფორნიაში

03 მარტი 2024, 09:48 372 ნახვა

კალიფორნიისა და ნევადის შტატებში ძლიერმა ქარბუქმა პრობლემები შექმნა. შეფერხდა მოძრაობა საავტომობილო გზაზე, დაიკეტა ზამთრის კურორტების ნაწილი და ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

რთული მდგომარეობა იყო ნევადის მაღალმთიან რაიონებში, სადაც მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლებსა და უსაფრთხო ადგილებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა აშშ-ში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში