კოლუმბიის ოლქის პრაიმერიზში ჰეილი დამაჯერებლად ლიდერობს

04 მარტი 2024, 09:52 312 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ნიკი ჰეილიმ ვაშინგტონში პარტიის პრაიმერიზი მოიგო.  

სამხრეთ კაროლინის ყოფილმა გუბერნატორმა ხმების 62,9% მიიღო, ხოლო აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა - 33,2%. ვაშინგტონის პრაიმერიზის შედეგები ნიკი ჰეილის პირველი გამარჯვებაა.

რესპუბლიკელთა უდავო ფავორიტად დონალდ ტრამპი რჩება.  

ხვალ ე.წ. სუპერ სამშაბათია და  პრაიმერიზი ერთდროულად 15 შტატში გაიმართება. მისი შედეგი  გადამწყვეტი იქნება პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში