„ნატო-საქართველოს თანამშრომლობა“ - საჯარო ლექცია

05 მარტი 2024, 15:45 498 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატო საქართველოს საკითხზე, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ლექცია ჩაატარა. ალექსანდრე ვინიკოვმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. საჯარო ლექციის მიზანი, დასავლური ინტეგრაციის შესახებ ადგილობრივი ახალგაზრდების ინფორმირებულობა და ჩართულობის ხელშეწყობაა. ნატო-ს დაარსებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალგაზრდებთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება და კამპანიის ფარგლებში სტუდენტები ალიანსის ფუნქციონირების, მიზნებსა და პრინციპებს გაეცნობიან. შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ინიციატივით იმართება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში