ფერდსამაგრი სამუშაოების მოთხოვნა

07 მარტი 2024, 14:15 449 ნახვა

სოფელ ვარშალომიძეებში მცხოვრები როლანდ ვარშალომიძე საცხოვრებელ სახლთან ფერდის გამაგრებას ითხოვს. ოჯახს ორი სხვადასხვა დროს გაკეთებული გეოლოგიური დასკვნა აქვს, რომლის მიხედვითაც ფერდსამაგრი სამუშაოები აუცილებელია, რადგან როლანდ ვარშალომიძის სახლთან ერთად საფრთხე მეზობლის სახლსაც ემუქრება.

ვარშალომიძეები ამბობენ, რომ მერიას განცხადებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ფიქრობენ, რომ პოლიტიკური ნიშნით არ ეხმარებიან.

ფერდსამაგრი სამუშაოები მათ საკუთარი ხარჯებით ჩაატარეს, მაგრამ საკმარისი არ არის. ამიტომ ისინი დახმარებას ისევ მუნიციპალიტეტს სთხოვენ, სადაც აცხადებენ, რომ საპროექტო დოკუმენტაციების შეძენასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადებულია, ფერდსამაგრი სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს, რის ფარგლებში როლანდ შავაძის პრობლემა მოგვარდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში