მოუწესრიგებელი სანაპირო ზოლი ქობულეთში - ოპოზიციის ბრალდება და მერიის გამოხმაურება

13 მარტი 2024, 14:05 280 ნახვა

ქობულეთში,  სანაპირო ზოლში მოუწესრიგებელ და ამორტიზებულ ინფრასტრუქტურაზე საუბრობს ოპოზიცია.  ამბობენ, რომ   ნოემბერში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ბულვარში აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე არაა დაწყებული და ტურისტულ სეზონამდე მოესწრება  თუ არა ბულვარის რეაბილიტაცია, უცნობია.

ოპოზიცია  მერიას თამარ მეფის სანაპიროზე მცხოვრებლების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს.

ბრალდებებს ქობულეთის მერის პირველი მოადგილე პასუხობს, დავით ვერულიძე ამბობს, რომ  სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის  ელექტრონული ტენდერი გამოცხადებულია და ტურისტული სეზონის დაწყებამდე ბულვარის რეაბილიტაცია დასრულდება. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კი  კომპენსაციას მიიღებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში