ღაზაში აფეთქებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა - უცხოური მედია

15 მარტი 2024, 09:48 321 ნახვა

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში ორი ცალკეული თავდასხმის შედეგად, ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფი, სულ მცირე, 29 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულია 155 ადამიანი.

„მიუხედავად რთული საველე სიტუაციისა, დაღუპულების გამოყვანისა და დაჭრილების ევაკუაციის პროცესი კვლავ გრძელდება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშავებულთა მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის გაზრდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში