ისრაელის არმია ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს

18 მარტი 2024, 10:31 377 ნახვა

ისრაელის არმია ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ტანკებითა და ჯავშანტექნიკით აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათი ჯარები ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ.

არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოში მიმდინარე რეიდი ეფუძნება დაზვერვის ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს, რომ საავადმყოფოს „ჰამასის“ ტერორისტები ტერორისტული ქმედებების ჩასატარებლად და ხელშეწყობისთვის იყენებენ. საავადმყოფოს კომპლექსს ასობით პალესტინელი აფარებს თავს.

პალესტინის ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემების მიხედვით, ცაჰალის საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31 600-ს გადააჭარბა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი