უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქიდან 9 ათასი ბავშვის ევაკუაცია მოხდება

20 მარტი 2024, 14:01 473 ნახვა
00:00
00:00

უკრაინის მოსაზღვრე  რუსეთის  ბელგოროდის ოლქის  ხელმძღვანელობამ იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც უკრაინული ძალების  თავდასხმების სამიზნეა,  9 ათასი  ბავშვის დროებით ევაკუაცია გადაწყვიტა. ამის შესახებ  რეგიონის  ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ბელგოროდის ოლქში მიმდინარე კვირას  სარაკეტო თავდასხმების  შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 98 დაშავდა.

ქალაქი ბელგოროდი და ბელგოროდის ოლქი ყოველდღიურად იბომბება რეაქტიული სისტემებიდან.  უკრაინული მხარე ამ დარტყმებზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი