ეროვნულ გამოცდებზე 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

08 აპრილი 2024, 14:01 257 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც ორი ათასით მეტია გასულ წელს გამოცდებში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობასთან შედარებით.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა   სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია კი 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა. აბიტურიენტებს საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა  15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

პარალელურად შეფასებებისა და გამოცდების ცენტრში გრძელდება მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია. პროცესი  15 აპრილს დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში