ტესტირება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

11 ოქტომბერი 2025, 18:20 107 ნახვა

საქართველოს მასშტაბით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო.   შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო დაზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირებას წიგნიერებასა დარაოდენობრივ წიგნიერებაში 12 ოქტომბერს ატარებს.

ტესტირება 24 ქალაქში გახსნილ 33 საგამოცდო ცენტრში იმართება. წელს გამოცდებზე რეგისტრირებულია 8 200-ზე მეტი მსურველი. ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებს. თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30.

აპლიკანტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირების ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი.  ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე