საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო 2025 წლის მეცნიერების ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
სამინისტროს ინფორმაციით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონისა და ქვეყნის განვითარების პროცესში მეცნიერების როლის გაძლიერებას.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე