მზია სალვარიძის საღამო

13 აპრილი 2024, 10:09 399 ნახვა

ავტორებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს აჭარის მწერალთა სახლი.  ამჯერად მკითხველის წინაშე პოეტი და პროზაიკოსი  მზია სალვარიძე წარსდგა.  პროფესიით ფილოლოგი და ისტორიკოსი მზია სალვარიძე არაერთი მხატვრული ნაწარმოების ავტორია.

არის ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებული.  მისი პროზაული ნაწარმოებების კრებული “არ გადაგვქართულდა“ 2021 წელს დაიბეჭდა, ლიტერატურულ ჟურნალებში სისტემატურად ქვეყნდება მისი პოეტური ნამუშევრები. ახალგაზრდა ავტორმა მკითხველთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, უპასუხა მათ კითხვებსაც. 

“მწერლის საათის“ პროექტის ფარგლებში, ეს რიგით მეოთხე შეხვედრა იყო. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში