გასულ ღამეს ფრონტზე 87 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა - უკრაინის გენშტაბი

16 აპრილი 2024, 10:33 207 ნახვა

რუსულმა ძალებმა "შაჰედის" ტიპის დრონებით რამდენიმე შეტევა განახორციელეს, საჰაერო განგაშის დროს, აფეთქებები დაფიქსირდა ხმელენცკის ოლქში.

საჰაერო თავდაცვამ ყირიმიდან გაშვებული 9-ვე დრონი ჩამოაგდო. ხარკოვის ოლქში სასწავლო დაწესებულება დაიბომბა, დაიღუპა 2 ადამიანი, არიან დაშვებულებიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 73 იერიში მოიგერიეს 5 მიმართულებით, სულ ფრონტზე 87 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

უკრაინელმა სამხედროებმა დრონები 6 ოლქში: ხერსონის, მიკოლაივის, ხმელნიცკის, პოლტავას, ჩერკასისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაანადგურეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში