„ გეტო" - ამ სახელწოდებით სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება ქობულეთის კულტურის სახლის დარბაზში გაიმართა.
სპექტაკლი აგებულია ანა ფრანკის დღიურის მიხედვით. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ადგილობრივმა ახალგაზრდა რეჟისორმა, ენრი ვერულიძემ დადგა.
პროექტი "ქობულეთის თეატრალური კვირეულის" ფარგლებში გაიმართა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ქობულეთში მცხოვრები ახალგაზრდები.
კვირეულის ფარგლებში მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ მხატვარ თინა გობეჯიშვილთან ერთად შეექმნათ სპექტაკლისთვის საჭირო დეტალები და რეკვიზიტები.
პროექტის მხარდამჭერია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია და თეატრალური კომპანია "რესპუბლიკა".