არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო სისტემები, არჩევნების პრინციპები, დეზინფორმაცია , სოციალური მედიის გავლენა საარჩევნო პროცესებზე და სხვა მსგავსი შინაარსის საკითხებზე სტუდენტებს საინფორმაციო შეხვედრა უტარდებათ. საინფორმაციო შეხვედრების ციკლი 3 დღეს გაგრძელდება, სტუდენტებთან შეხვედრები უმაღლესი საარჩევნო კომისიის და ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა.