ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ მერიის ორგანიზაციების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა

10 ნოემბერი 2025, 17:58 450 ნახვა

ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ მერიის ორგანიზაციების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.

მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე დავით მჭედლიძე დაინიშნა, რომელიც პროფესიით სამართალმცოდნეა. დავით მჭედლიძე წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყების მენეჯერულ პოზიციაზე.

არჩილ კონცელიძე, რომელიც ამ დრომდე ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს.

ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის პოზიციაზე პროფესიით ტრანსპორტის ინჟინერი სულხან დუმბაძე დაინიშნა, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სულხან დუმბაძე ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

გიორგი ცინცაძემ მადლობა გადაუხადა ყოფილ ხელმძღვანელებს ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ხოლო ახალ მენეჯერებს წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

 

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე