ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი დასრულდა. ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათეულობით თეატრმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა.
ფესტივალის უმაღლესი ჯილდო, გრანპრი ფრანგულმა სპექტაკლმა, რეჟისორ ანხელ ნავაროს „გილდომ“ მიიღო“.
წარმოდგენამ დაიმსახურა ქართული კრიტიკის სპეციალური პრიზიც. მთავარი პრიზი რეჟისორობისთვის გადაეცა სამოყვარულო „მოხეტიალე მთვარის თეატრის“ რეჟისორს ნიკა ლუარსაბიშვიილს სპექტაკლისთვის „ფიროსმანი.
„ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრმა პრიზი მიიღო საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის არმენ ჰოვანესიანის საავტორო სპექტაკლში - ,,პლატონი’’.