გამჭვირვალობის კანონის განხილვა

16 აპრილი 2024, 18:22 224 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის დასაწყისშივე დააანონსა,რომ სხდომა დღესაც იქნება ხანგრძლივი და იმუშავებენ საღამოს 9 საათამდე. მმართველი გუნდისთვის კრიტიკოსების პოზიციები მიუღებელია და აცხადებენ, რომ მათ აქვთ მოსაზრებები და არა არგუმენტები, თუ რატომ არის საკანონმდებლო ინიციატივის კანონად ქცევა მნიშვნელოვანი,რისიც არ სჯერათ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კანონპროექტის კანონად ქცევა ქვეყნის ევროპულ გზას და მომავალს დააზიანებს, რომ ეს არის სწორედ საბოტაჟი ევროინტეგრაციის გზაზე.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში