უმაღლესი საბჭოს დეპუტატების შეფასება

18 აპრილი 2024, 20:26 254 ნახვა

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ „ კანონპროექტი შეაფასეს დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში. მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს, როგორც ოპოზიციის, ისე „ქართული ოცნების“ წევრებმა. ყველაზე მწვავედ კანონპროექტი მედეა ვასაძემ შეაფასა. მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდის ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევას და ეწინააღმდეგება ქვეყნის მთავარ კანონს. ის რუსულია - ამბობს მედეა ვასაძე, რომელსაც არ ეთანხმებიან კოლეგები მმართველი გუნდიდან. ისინი ირწმუნებიან, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მხოლოდ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დაფინანსებას ეხება და მსგავსი კანონი ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. უმაღლესი საბჭოს წევრებმა განცხადებები სხდომაზე გააკეტეს. სხდომას არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში