სამზადისი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელვაჩაურში

30 სექტემბერი 2025, 14:19 88 ნახვა

4 ოქტომბრის არჩევნებზე ხელვაჩაურში ხმის მიცემის უფლებით 43 ათას 401 ადამიანი ისარგებლებს. მათ არჩევანი მერობის 2 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ და ასევე აირჩიონ საკრებულოს 11 მაჟორიტარი წევრი.

არჩევნებში აქ ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. რაც შეეხება უბნებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 41 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათგან 37-ში არჩევნები ელექტრონულად ხოლო 4 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

საარჩევნო უბნებზე საჭირო ინვენტარის მობილიზება უკვე დაწყებულია, ხმის მიცემისა და ვერიფიკაციის აპარატებს კი 3 ოქტომბერს დაამონტაჟებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე