ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა - მამუკა მდინარაძე

20 აპრილი 2024, 15:26 270 ნახვა

ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა და ამ განვითარების და ევროპის სრულფასოვანი წევრობის პარალელურად, უნდა გვქონდეს მიზნად ის, რომ მშვიდობით და სტაბილურობით შევძლოთ ამ გზაზე სწორი სიარული, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გორში, შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს არის რეგიონი, რომელსაც აგერ მომიჯნავედ ოკუპაციის უბოროტესი შედეგები თავის თავზე აქვს გამოცდილი და კარგად ხვდებიან, რა გამოწვევის წინაშეა ქვეყანა, როდესაც მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. იციან, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობით და განვითარებით ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, ჩვენი ხალხი დავიბრუნოთ და რომ ერთადერთი გზა, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ შეიძლება დასახოს ჩვენნაირმა ქვეყანამ, ეს არის განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი ევროპულობა და ამ განვითარების და ევროპის სრულფასოვანი წევრობის პარალელურად, უნდა გვქონდეს მიზნად ის, რომ მშვიდობით და სტაბილურობით შევძლოთ ამ გზაზე სწორი სიარული. ეს არის ჩვენი მესიჯი ჩვენი დების და ძმების მიმართ, რომლებიც აქ [გორთან] ძალიან ახლოს ცხოვრობენ და ყველა სხვა მესიჯი არის დამაზიანებელი და მტრული ამ ქვეყნისთვის, რადგან ერთადერთი გზაა მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა, ევროპულობა. ოღონდ ჭეშმარიტი ევროპულობა, მოგონილი და დეკლარირებული კი არა. ეს არის უალტერნატივო. ამ გზაზე სიარული ჩვენ მოგვიტანს გაერთიანებას.

 

დღევანდელ შეხვედრაზე ნათლად გამოჩნდა, რომ მარტივი არ არის ევროპისკენ ინტეგრაციის გზაზე, მშვიდობის, დეოკუპაციის გზაზე ერთად სიარული ისე, რომ არც ერთგან პრობლემა არ შეგექმნას, სპეკულაციების და თავდასხმების მიუხედავად, რაც ჩვენ გვაქვს ქვეყნის შიგნიდანაც კი. რთულია ამ გზაზე სიარული, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში